კიევი

კიევში 61 წლის ქალმა ბინიდან ისროლა და 20 წლის გოგონა დაჭრა

კიევში 61 წლის ქალმა საკუთარი ბინიდან ისროლა და 20 წლის გოგონა დაჭრა.

"შუადღეს პოლიციას შეატყობინეს, რომ 20 წლის გოგონა ხელში დაჭრეს და საავადმყოფოშია გადაყვანილი. სავარაუდოდ, პნევმატური იარაღიდან არის მიყენებული ჭრილობა", - ამბობენ პოლიციაში. 

ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თვითმხილველებმა იმ ფანჯრისკენ მიუთითეს, საიდანაც გაისროლეს. 

ბინის დათვალიერების შემდეგ, პოლიციელებმა ტყვიები, პნევმატური იარაღი და თოფი ამოიღეს. 

"პოლიციელებთან საუბარში, 61 წლის ქალმა აღიარა დანაშაული. მისი თქმით, ახალგაზრდების არასათანადო ქცევა არ მოეწონა და ამიტომაც ისროლა", - ამბობენ დედაქალაქის პოლიციაში. 

გამოძიება ხულიგნობის მუხლით დაიწყო. რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები