კიევი

კიევში LGBT უფლებადამცველების მსვლელობაზე, პოლიციამ კონტრაქციის მონაწილეები დააკავა

kyivpost.com

კიევში სექსუალური უმცირესობის უფლებადამცველთა მსვლელობის დროს პოლიციამ კონტრაქციის ათამდე მონაწილე დააკავა.

მსვლელობაში, რომელიც სულ 20 წუთს გაგრძელდა, მონაწილეობას 50-მდე  LGBT უფლებადამცველი იღებდა. მათ კიევის ცენტრალურ ქუჩაში ტრანსფარანტებითა და ფერადი დროშებით ჩაიარეს. აქციის მონაწილეების უსაფრთხოებას ასობით სამართლადამცავი იცავდა.

აქციის ჩაშლა რამდენიმე ანტი-გეი აქტივისტმა სცადა, თუმცა პოლიციამ ისინი მალევე დააკავა.

24 მაისს კიევის სასამართლომ ნებართვა არ გასცა უკრაინაში პირველი გეი აღლუმის ჩატარების თაობაზე და ოფიციალურ მიზეზად უსაფრთხოება დაასახელა.

კომენტარები