უბედური შემთხვევა

ბათუმში მშენებარე სტადიონიდან მამაკაცი გადმოვარდა

flickr

ბათუმში მშენებარე სტადიონიდან მამაკაცი გადმოვარდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო - სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

უწყების ცნობით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, "ბათუმელებს" "რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ უთხრეს, რომ მამაკაცს დაზიანებული აქვს ფილტვი და ნეკნები, მისი მდგომარეობა მძიმეა და ამ წუთებში ოპერაციას უტარებენ.

კომენტარები