Pussy Riot რუსეთში

მოსკოვში Pussy Riot- ის წევრი სავარაუდოდ მოწამლეს

CNN

ფემინისტური პანკ-ორგანიზაციის Pussy Riot- ის წევრი მოსკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით ის მოწამლეს. 

შემთხვევა 11 სექტემბერს მოხდა. პიოტრ ვარზილოვი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

"მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის მოწამლეს",- წერია ორგანიზაციის გვერდზე.

ვარზილოვი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე, Pussy Riot-ის რამდენიმე წევრთან ერთად სტადიონზე შეიჭრა. ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესზე გახდა ვარზილოვი ცუდად.

თვითმხილველების თქმით, თავდაპირველად მან მხედველობა დაკარგა, შემდეგ ვეღარ მეტყველებდა და ბოლოს გავლაც ვეღარ შეძლო

პიოტრ ვარზილოვი Pussy Riot-ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრის, ნადეჟდა (ნადია) ტოლოკონიკოვას ქმარია. ტოლოკონიკოვა 2012 წელს მოსკოვის ტაძარში ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ დადგმული პერფორმანის გამო დააპატიმრეს და 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 

კომენტარები