გიგანტური ფრინველების კვალი მაგადასკარზე - ნეშტები 10 000 წლით თარიღდება

ZOOLOGICAL SOCIETY OF LONDON

მადაგასკარზე აღმოაჩინეს გიგანტური ფრინველების ნეშტები, რომლებიც 10 000 წლით თარიღდება. ფრინველების გადაშენების მიზეზები გაურკვეველია. აღმოჩენის შესახებ ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერების ვარაუდით, ფრინველებზე ჩვენთვის უცნობი "გაურკვეველი წარმომავლობის ადამიანები“ ნადირობდნენ და მათ საკვებად იყენებდნენ. ეს თეორია თავდაყირა აყენებს კვლევებს, რომლის თანახმადაც, ადამიანი მადაგასკარზე 2 500 წლის წინ დასახლდა.

"ეს აღმოჩენა ადამიანის დასახლებას მადაგასკარზე 6000 წლით უკან მაინც წევს " - აცხადებს ჯეიმს ჰანსფორდი, ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოების მეცნიერი.

მადაგასკარისთვის გიგანტური ფრინველები სავიზიტო ბარათი შეიძლება ყოფილიყო. როგორც BBC წერს, არქეოლოგიური კვლევის მიხედვით, ნახევარტონიანი, სამი მეტრი სიმაღლის ფრინველების კვერცხი დინოზავრის კვერცხზე დიდი იყო. ფრინველები დიდი ხნის მანძილზე მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ადამიანების გვერდით, თუმცა, მეცნიერების ვარაუდით, "გარკვეულმა გარემო პირობებმა“ ადამიანს უბიძგა, ენადირა სპილო-ფრინველზე.

უამრავი მოსაზრების მიუხედავად, დამატებითი არქეოლოგიური მასალის გარეშე მეცნიერები ვერ საუბრობენ იმაზე თუ საიდან მოვიდნენ ადამიანები, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი ვიცოდით. ან რატომ დაიწყეს მათ გიგანტურ ფრინველებზე ნადირობა.

"მთავარი კითხვაა, საიდან მოვიდა ეს ხალხი ან სად გაქრა?" - წერს ბრუკ სტოუნის უნივერსიტეტის მკვლევარი პატრიცია რაითი.

კომენტარები