არჩევნები 2018

ნუ ყიდი საქართველოს 30 ვერცხლად - მოქალაქეები ზურაბიშვილს 30 თეთრს ურიცხავენ

0 კომენტარი
ფოტო: კოლაჟი ტაბულა

ნუ ყიდი საქართველოს 30 ვერცხლად - მოქალაქეებმა კამპანია დაიწყეს და პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ანგარიშზე 30 თეთრს ურიცხავენ. 

იმ შემთხვევაში, თუ გადარიცხვის დანიშნულებაში არ მიუთითებთ შემოწირულობას და მიუთითებთ ნებისმიერ სხვა რამეს, სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია, თანხა უკან გადმოგირიცხოთ

"სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა, მის მიერ უკვე გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით და გაცხადებული პოზიციის გამო გამოუსწორებლად დამაზიანებელი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესისთვის. ის, რასაც მისგან ვისმენთ, არის სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება და ამ ინტერესებისადმი ღალატი.

მას აქვს უფლება, ჰქონდეს მსგავსი პოზიცია, ხოლო მე მის პოზიციას მივიჩნევ მოღალატეობრივად და სიმბოლურ 30 ვერცხლს (თეთრს) ვრიცხავ მის ანგარიშზე და შევახსენებ, რომ ის ამ მოქმედებებით სწორედ იუდას მსგავსად იქცევა. #ნუყიდისაქართველოს", - ამბობს გიორგი მშვენიერაძე, რომელიც აქციაში ერთ-ერთი პირველი ჩაერთო.

 
სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გაგზავნილი ფინანსური დოკუმენტაციის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდმა 22 აგვისტო - 11 სექტემბრის მონაკვეთში შემოწირულობების სახით 101,701 ლარი მიიღო. 

ზურაბიშვილს ფულადი შემოწირულობა სულ 14 ფიზიკური პირისგან აქვს მიღებული. 

ზურაბიშვილი პრეზიდენტობისთვის კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის, თუმცა, მას მხარს მმართველი პარტია, ქართული ოცნება უჭერს. 

საქართველო რიგით მეხუთე პრეზიდენტს 28 ოქტომბერს აირჩევს. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მაჭავარიანი: ხორბლის ტრანსპორტირების აკრძალვას ერთი წლით გადავავადებთ

კომენტარები