ლაშა გოგია

ზუგდიდის ყოფილი მერი: ორშაბათს გეტყვით ყველაფერს

0 კომენტარი
ფოტო: ლაშა გოგია

ზუგდიდის ყოფილი მერი, ლაშა გოგია საქართველოში დაბრუნდა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბოლო დღეებში მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარს ორშაბათს გააკეთებს.

"ორშაბათს გეტყვით ყველაფერს", - უთხრა გოგიამ ჟურნალისტებს.

ლაშა გოგია ზუგდიდის მერის თანამდებობიდან 12 სექტემბერს გადადგა.

გადადგომამდე ერთი დღით ადრე, 11 სექტემბერს ლაშა გოგია "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმეზე სუს-ში გამოკითხეს. 13 სექტემბერს კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზუგდიდის ყოფილი მერის წინააღმდეგ, ქრთამის აღების მუხლით გამოძიება დაიწყო.

ლაშა გოგია ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში 2017 წლის ოქტომბერში მმართველი გუნდის კანდიდატი იყო. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა გამოძიების დაწყების შესახებ, ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ "ხელშეუხებელი პირები არ არსებობენ და ვერც იარსებებენ, კანონის წინაშე ყველა თანასწორია".

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს პირველი ოქროს მედალი გურამ თუშიშვილმა მოუტანა (video)

კომენტარები