ნავთობი

საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა

Reuters

საქართველოში საწვავის ფასის ზრდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ლარის გაუფასირების პარალელურად, დაჩქარდა. დღეის მდგომარეობით, ერთი ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი დაახლოებით 2.55 ლარს შეადგენს, რაც საწვავის ღირებულების ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 16%-ით აღემატება. ლარის შემდგომი გაუფასურების პირობებში, იმპორტიორები ნავთობპროდუქტების დამატებით გაძვირებას ვარაუდობენ. 

საქართველოში საწვავის ფასის მატებას ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება და საერთაშორისო ბაზრეზბე ნავთობის გაძვირება იწვევს. ერთი წლის წინ ბარელი ნედლი ნავთობის ფასი $55-ს შეადგენდა, როდესაც დღეს ის $78 ღირს. ამავდროულად, გლობალურ ბაზარზე მისი შემდგომი ზრდის მოლოდინი არსებობს. ამასთანავე, საწვავის ფასის ზრდის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიზეზს საქართველოს მთავრობის მიერ აქციზის გადასახადის გაძვირება წარმოადგენს. 2017 წლიდან საქართველოს მთავრობამ ნავთობპროდუქტების აქციზის გადასახადი გააორმაგა. ერთ ტონა ბენზინზე სააქციზო მოსაკრებელი 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა, რაც ლიტზე დაახლოებით 19-თეთრიან გაძვირებას იწვევს. (შენიშვნა: ტონა ბენზინის მოცულობა დაახლოებით 1330 ლიტრია, შესაბამისად ყოველი ლიტრი ბენზინიდან 37 თეთრი ბიუჯეტში ირიცხება, ეს 2017 წლამდე არსებულ აქციზის გადასახადს ზუსტად ორჯერ აღემატება.)

კომენტარები