ნავთობი

ივნისში საუდის არაბეთმა რეკორდული რაოდენობის რუსული ნავთობი შეიძინა

საუდის არაბეთმა 2023 წლის ივნისში რუსეთისგან რეკორდული რაოდენობის ნავთობი შეიძინა. ანალიტიკური კომპანია Kpler-ის ინფორმაციით, ივნისში საუდის არაბეთი ყოველდღიურად 193 000 ბარელ ნავთობს ყიდულობდა. 

Reuters-ის ინფორმაციით, 2023 წლის ივლისში საუდის არაბეთი რუსეთიდან იმპორტირებულ ნავთობს ყოველდღიურად 1 მილიონ ბარელამდე გაზრდის. 

საუდის არაბეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა გაზარდა 2022 წლის მეორე ნახევრიდან, ევროკავშირის ბოიკოტის ფონზე. საუდის არაბეთში გაზრდილმა ექსპორტმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტები შეუმსუბუქა. 

კომენტარები