კრიმინალი

მკვლელობა ზუგდიდში - სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

Getty Images

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1976 წელს დაბადებული ფ.კ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით 1982 წელს დაბადებული გ.შ. დაჭრა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები