2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი

ვოლსკი: 2008 წელს მთელი მთავრობა მიზანმიმართულად ახორციელებდა რუსეთის ნარატივის რეალიზაციას

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის ზოგიერთმა კომენტარმა იმ ადამიანებს, "ვინც რუსეთს დაეხმარა ამ ომის შემოქმედებაში", საშუალება მისცა თავის შეცდომებზე არ ესაუბრათ.

"სალომე ზურაბიშვილმა საკმაოდ მართებულად შეაფასა ის სისუსტე, რაც ზოგიერთ მის კომენტარს ჰქონდა და რამაც საშუალება მისცა ადამიანებს, ვინც რუსეთს დაეხმარა ამ ომის შემოქმედებაში, ესაუბრათ არა თავის შეცდომებზე, არამედ სხვისთვის მოედოთ შარი. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილმა სწორი დასკვნები გააკეთა და დამატებითი კომენტარები აუცილებელი და საჭირო იყო", - აღნიშნა ვოლსკიმ.

ტაბულას კითხვას, კონკრეტულად ვის გულისხმობს ამ ადამიანებში, მან უპასუხა, რომ "მთელი მთავრობა, პრაქტიკულად, გეგმაზომიერად და მიზანმიმართულად ახორციელებდა რუსეთის ნარატივის რეალიზაციას".

"ვაშაძე, რომელიც 4 აგვისტოს ამბობს, რომ რუსეთი ომში არ ჩაერთვება და კოკოითი რაღაც პროვოკაციებს გეგმავს, აქ ყველა კითხვაზეა პასუხი გაცემული. რეალურად, იმის ნაცვლად, რომ ხალხი გამოეყვანათ, უშველებელი დანაკარგი მივიღეთ სამოქალაქო საზოგადოებაში. აი ამის გადასაფარად ხდება უზნეო შეტევა ჩვენს პოზიციაზე, სალომე ზურაბიშვილზე აღარ ვსაუბრობ. ამან გამოიწვია დამატებითი კომენტარების აუცილებლობა. მთელი მთავრობა, პრაქტიკულად, გეგმაზომიერად და მიზანმიმართულად ახორციელებდა რუსეთის ნარატივის რეალიზაციას. იმ თვალსაზრისით, რომ ომის წინა დღეებში აცხადებდა, რომ რუსეთი ჩარევას არ აპირებს, იმ გაგებით, რომ თვითონ განახორციელეს ისეთი აქციები, რომელიც რუსეთს მისცემდა საშუალებას თავი ემართლებინა და კატეგორიულად მალავდნენ იმ ფაქტს, რომ ჯერ კიდევ ივლისიდან, რუსეთის შემოტევა და შემოჟონვა საქართველოს ტერიტორიაზე იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ომის წინაპირობები იყო. ამ ხალხმა არ აცნობა გაეროს უშიშროების საბჭოს და არ დააყენეს მოთხოვნა გადაუდებელი სხდომის ჩატარების თაობაზე. ამ საზოგადოებაზე ვსაუბრობ, მათ შორის იყვნენ ვაშაძე, დავით ბაქრაძე, იაკობაშვილი და რასაკვირველია, მათი ხელმძღვანელი სააკაშვილი", - თქვა "ქართული ოცნები" დეპუტატმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები