სპორტი

კაშიას კაპიტნობა და ყაზაიშვილის სოლო-გოლი

MLS-ის უკანასკნელ ტურში, გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის “სან ხოსე“ “ატლანტასთან“ დრამატულ ორთაბრძოლაში 3:4 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა და თავდამსხმელმა მინდორზე 90 წუთი გაატარეს.

კაშიამ “სან ხოსეს“ შემადგენლობაში ჯერ მხოლოდ მე-10 მატჩი ჩაატარა, მაგრამ კალიფორნიული კლუბის სამწვრთნელო შტაბმა 31 წლის მცველს უკვე კაპიტნის სამკლავური ანდო. “სან ხოსეს“ კაპიტანი და ვიცე-კაპიტანი სათადარიგოთა სკამზე იყვნენ, რის გამოც სამკლავური კაშიას დარჩა.

პირველი ტაიმი ქართველების გუნდმა 2:1 მოიგო. 58-ე წუთზე, ყაზაიშვილმა 3 მცველი ერთმანეთის მიყოლებით ჩამოიცილა და ტაბლოზე 3:1 დააფიქსირა. მატჩის მიწურულს, მასპინძლები მოდუნდნენ და “ატლანტასგან“ 3 გოლი გაუშვეს. ამგვარად, ახალი მწვრთნელის მეთაურობით, “სან ხოსე“ უქულოდ დარჩა.

კომენტარები