ზღაპრები

რატომ არ უკითხავს კირა ნაითლი შვილს “კონკიას”

როგორც USA today-სთან საუბარში მსახიობმა კირა ნაითლიმ აღნიშნა, ის ძალიან ფრთხილად არჩევს ბიბლიოთეკას თავისი 3 წლის შვილისთვის. “კონკია” და “არიელი” იმ ზღაპრებს შორის მოხვდა, რომელსაც ის თავის შვილს არ წაუკითხავს.

კირა ნაითლი

“ მე ძალიან დაკვირვებით ვარჩევ იმ ზღაპრებს, რომელიც ჩემმა შვილმა უნდა მოისმინოს, რადგან ხშირად არ მომწონს მათი გზავნილები. “ - ამბობს 33 წლის მსახიობი - “შესაბამისად, მე ავკრძალე “კონკია” და ”არიელი”. “ფიფქია” მეორეჯერ აღარ მინახავს, მაგრამ შესაძლოა, ისიც ავკრძალო. ჩემი ფავორიტია “მოანა”, ის დიდებულია, რადგან ძლიერია. “

თანამედროვე სამყაროში “კონკია”,”არიელი” და სხვა ზღაპრები ფართო განხილვის საგანია. კრიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ზღაპრების პოპულარობიდან გამომდინარე, ადამიანებისთვის რთულია შეამჩნიონ მათში ჩადებული დამაზიანებელი იდეოლოგია - ქალთმოძულე გმირები, რასობრივი და სექსუალური ერთფეროვნება, ოჯახის წევრების დემონიზაცია. მათ, ამის საილუსტრაციოდ მაგალითად მოჰყავთ კონკია და მძინარე მზეთუნახავი, რომელთა გადარჩენა მხოლოდ მომხიბვლელმა პრინცმა შეძლო. პრობლემატურად მიიჩნევენ ზღაპრებისთვის ჩვეულ დასასრულსაც - “ისინი დაქორწინდნენ და ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად.” ამ დასასრულით, მათი აზრით, იქმნება წარმოდგენა, რომ გათხოვება ბედნიერების აუცილებელი კომპონენტია.

კომენტარები