ბიონსე

ბიონსეს ყოფილი დრამერი მომღერალს ჯადოქრობასა და კატის მკვლელობაში ადანაშაულებს

0 კომენტარი
ფოტო: grammy.com

ბიონსეს ყოფილი დრამერი, ქიმბერლი ტომპსონი მომღერლისთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერას ითხოვს.

Pitchfork-ის ინფორმაციით, ქიმბერლი ტომპსონი ბიონსეს "უკიდურესი ჯადოქრობისა" და "მაგიური შელოცვების სექსუალური შევიწროებისთვის" გამოყენებაში ადანაშაულებს. ყოფილი დრამერი ასევე ამბობს, რომ მომღერალმა მას კატა მოუკლა.

ქიბერლი ტომპსონმა შემაკავებელი ორდერის გამოწერის მოთხოვნით ლოს-ანჯელესის  სასამართლოს 19 სექტემბერს მიმართა. სასამართლო განხილვა ყოფილი დრამერის მოთხოვნასთან დაკავშირებით 11 ოქტომბერს გაიმართება.

ბრალდებების შესახებ ბიონსეს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები