ბიონსე

ბიონსე გასახლების პირას მყოფ ადამიანებს $500 000-ით დაეხმარება

CNN

ამერიკელი მომღერალი ბიონსე ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო გასახლების პირას მყოფ ადამიანებს $500 000-ით დაეხმარება.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე მრავალმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და ვერ შეძლო ქირისა ან იპოთეკური სესხის გადახდა, ასეთ ადამიანების რაოდენობა 9.2 მილიონს შეადგენს და მათ ახლო მომავალში გასახლება ემუქრებათ. პოპ ვარსკვლავი 100 ოჯახს $5000-ს გადაურიცხავს. 

მომღერალი კორონავირუსთან ბრძოლაში აქტიურად არის ჩართული. მაისში ბიონსემ მშობლიურ ჰიუსტონში სწრაფი ტესტირების პუნქტების გახსნას შეუწყო ხელი. იმავე პერიოდში ის Covid-19-ით დაზარალებულ მოსახლეობას $6 000 000-ით დაეხმარა.

 

კომენტარები