ვანო მერაბიშვილი

ჩუგოშვილი: მერაბიშვილი იღებს იმ სტანდარტის მზრუნველობას, რასაც ნებისმიერი მსჯავრდებული

პირველი არხი

უმრავლესობის ერთერთი ლიდერი თამარ ჩუგოშვილი, ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა მერაბიშვილს "მიზანმიმართულად წამლავენ, აბსურდს უწოდებს. ჩუგოშვილის თქმით, ის იღებს იმ სტანდარტის მკურნალობას, რაც საქართველოში ყველა მსჯავრდებულმა უნდა მიიღოს.

"სრული აბსურდია, რასაც მეუბნებით. ზუსტად ვიცი, რომ ყველანაირ სამედიცინო შემოწმებას და მკურნალობას გადის. ზუსტად ვიცი, რამდენჯერმე იყო საავადმყოფოში, შესაბამის კლინიკებში გადაყვანილი და იღებს იმ სტანდარტის მზრუნველობას, რა სტანდარტის მზრუნველობაც უნდა მიიღოს საქართველოში ნებისმიერმა მსჯავრდებულმა პირმა." - ამბობს ჩუგოშვილი.

სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს ვანო მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებას, რომ ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მას ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს. პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულის დიაგნოზს ასაჯაროებს

ვანო მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის თქმით, მსჯავრდებულის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. ის ვარაუდობს, რომ ყოფილ პრემიერს "მიზანმიმართულად წამლავენ".

კომენტარები