გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის მრჩეველი გახდა, ის უზბეკეთის საკითხზე იმუშავებს

გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს მთავრობა

საქართველოს ექსპრემიერი და ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მრჩეველი გახდა, რის შესახებაც მან BMG-ს განუცხადა. ინტერვიუში ექსპრემიერმა თქვა, რომ ევრობანკთან კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ გააფორმა და მისი მოვალეობები უზბეკეთში საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის პლატფორმის შექმნაში დახმარება იქნება. 

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მთავრობის მეთაური 2015 წლის 30 დეკემბრიდან 2018 წლის 13 ივნისამდე იყო. იქამდე ის ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობებში ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრების პოსტებს იკავებდა. ამავდროულად იყო ვიცეპრემიერიც. 

თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, კვირიკაშვილმა მისი ოფიციალური facebook გვერდი, რომელზეც მისი პრემიერობის ამსახველი განცხადებები, ფოტოები და ვიდეოები იყო განთავსებული წაშალა.

კომენტარები