კორუფცია

ოქუაშვილი: ივანიშვილის დავალებით ფარცხალაძემ ყიფიანი სარდაფში ჩაკეტა

იბერია

"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის თქმით, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძემ საბურთალოზე, ერთერთი სახლის სარდაფში ჩაკეტა და მას შეურაცხყოფის მიყენებით დაემუქრა. რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ოქუაშვილი იხსენებს, რომ აღნიშნული მუქარა "ომეგა ჯგუფისთვის" ქრთამის სახით მოთხოვნილ 4 მილიონს უკავშირდებოდა. 

ოქუაშვილის თქმით, ქრთამის გადახდა მას თავდაპირველად ოთარ ფარცხალაძემ მოსთხოვა, რის შემდეგაც ოქუაშვილმა ლევან ყიფიანს სთხოვა გაეგო, მოქმედებდა თუ არა ფარცხალაძე ივანიშვილის დავალებით. ოქუაშვილის თქმით, იმის ნაცვლად რომ ყიფიანი პირდაპირ ივანიშვილთან მისულიყო, ის მაშინდელ პრემიერმინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან მივიდა და მას მოუყვა აღნიშნულის შესახებ. შემდგომში კი როდესაც ივანიშვილმა აღნიშნულის შესახებ კვირიკაშვილისგან შეტყო, ოთარ ფარცხალაძის ხელით ყიფიანის დასჯა გადაწყვიტა. 

"ოთარ ფარცხალაძე მხვდება საბურთალოს ბაზართან სახლში. შეხვედრა მოითხოვა. მთხოვა შეხვედრა ჩხარტიშვილმა. ინგლისში შემხვდა ჩხარტიშვილი და მითხრა რომ შევხედროდი ფარცხალაძეს. ასე თქვა კარგი ბიჭი მუშაობს პროკურატირაშიო. შევხდი იქ იყვნენ შეიარაღებულებიც, სავარაუდოდ ნარკოტიკების თრობის ქვეშ. ჩემი შთაბეჭდილებით ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. მან თქვა რომ იხსნებოდა ჩემთვის ცისარტყელა, ოცნების ცისარტყელა და ამით ბევრი საქმე მეკეთებინა და ეს ცისარტყელა იყო საჭირო ამ ცისარტყელას გახსნისთვის კიდევ 4 მილიონი. რომ გაეცათ ზარალი, რომელიც იყო 2004 წლიდან წლების განმავლობაში. ვუთხარი რომ არ მესმის ეს. ვერ ვიტყვი რომ იქ მკვეთრი უარი მეთქვას. ვუთხარი რომ მე პირადად ბიძანასთან ვსაუბრობ. ვუთხარი რომ ბიძინას ვესაუბრები. მქონდა ბიძინასთან საუბარი. მითხრა აბა ზაზა ვისგან მოვდივარ? მე შენთან მოვიდოდიო? ვუთხარი რომ ეს ბიძინასგან დამალული არ უნდა ყოფილიყო და დავშორდი,"- ამბობს ოქუაშვილი. 

ინტერვიუსთან ერთად, რუსთავი 2-ს ოქუაშვილმა მიაწოდა ფარული ჩანაწერი, სადაც ყიფიანი თავად იხსნებს სარდაფში მომხდარს, თუმცა მის დეტალებს არ ყვება. 

"ივანიშვილი იყო უკმაყოფილო, როგორც ლევანმა თქვა გადასცა ეს ფარცხალაძეს და ფარცხალაძემ დასაჯა ლევანი ზედმეტი სიარულისთვის და არასწორი მისამართისთვის. ჩააგდეს სარდაფში და დანარჩენი ლევანს ჰკითხოთ სჯობს. ჩვენ როგორც ვიცით, ჩააგდეს სარდაფში და სცადეს შეუარცხყოფის მიყენება, კაცი თავის მოკვლას აპირებდა. იმ სახლის სარდაფში ჩემი ხალხი თვალყურს ადევნებდა, იმიტომ რომ ლევანი რომ წავიდა იცოდნენ და როცა დაიკარგა ლევანი იმ ღამეს ყველა განვიცდიდით. მერე იყო უფრო მეტი დაშინება და იგივე ჩვენი დირექტორების, რომ ამ სარდაფის ილეთები არ გაგრძელებულიყო,"-ამბობს ოქუაშვილი.

ინტერვიუში ზაზა ოქუაშვილი ყვება, რომ მისი დაშინება ვერ შეძლეს - "მათ ვერ შეძლეს ჩემი დაშინება. რომ ის 4 მილიონი მიგვეტანა. ჩვენზე ამ ზეწოლამ ვერ მოახდინა გავლენა."

თუმცა, ასევე ამბობს, რომ 2016 წელს დაფუძნა კომპანია, რომელსაც იურიდიულად "ომეგა ჯგუფის" მენეჯერები ალექსანდრე ხაჩიშვილი და დავით ფანქველიშვილი ხელმძღვანელობდნენ, ხოლო კომპანიის მესაკუთრე კი პანამური ოფშორი იყო. ოქუაშვილის თქმით, სწორედ ამ კომპანიას ჩაურიცხა მან 4 მილიონი, რომელიც იმავე დღეს, ოთარ ფარცხალაძემ კანონდარღვევით, გაიტანა ბანკიდან.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ეს კომპანია "შპს ოლიმპუსია", რომლის მფლობელიც პანამური ოფშორი კორპორაცია უაიდპოინტ ინვესტმენტსია. 

პარალელურად, მთავრობა "ომეგა ჯგუფის" ქონების აუქციონზე გატანას გეგმავს. 28 სექტემბერს შემოსავლების სამსახურმა სპეციალურ ბრიფინგზე გაასაჯაროვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მათ ბიუჯეტის წინაშე არსებული 50-მილიონიანი დავალიანების დასაფარად "ომეგა ჯგუფის" ქონების აუქციონზე გატანის უფლებას აძლევს.

ასევე მიმდინარეობს გამოძიება კიდევ რამდენიმე ფარული ჩანაწერის შესახებ. მათგან ერთერში ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს ქრთამის გადახდას ავალდებულებს და ახსენებს, რომ თანხის ნაწილი უჩა მამაცაშვილისთვის იქნებოდა განკუთვნილი. 

საინტერესოა, რომ რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ზაზა ოქუაშვილი ამბობს რომ ლევან ყიფიანი მან თავდაპირველად ივანიშვილთან ურთიერთობაში"ომეგა ჯგუფის" ლობისტად დაიქირავა, რისთვისაც დიდძალ თანხასაც უხდიდა. 

კომენტარები