კრიშტიანო რონალდო

ლას ვეგასის პოლიციამ კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ გამოძიება განაახლა

The New York Times

ლას ვეგასის პოლიციამ პორტუგალიელი ფეხბურთელის კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ საქმის გამოძიება განაახლა. 

The New York Times წერს, რომ 2009 წელს ძალადობის მსხვერპლმა ქალმა პოლიციას მიმართა და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა, თუმცა არ უთქვამს ვინ იყო მოძალადე. 2018 წლის სექტემბერში კი საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო. 

საქმე ეხება 2009 წლის 13 ივნისის ინციდენტს, რომელიც ლას ვეგასის ერთ-ერთ სასტუმროს ნომერში მოხდა. 34 წლის ამერიკელი კეტრინ მაიორგა ამბობს, რომ რონალდომ ის გააუპატიურა. 

გერმანულ გამოცემა Spiegel-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მაიორგამ თქვა, რომ ფეხბურთელმა მას დუმილის სანაცვლოდ 375 ათასი დოლარი გადაუხადა. 

თავად რონალდუ ბრალს უარყოფს და ამბობს, რომ ყველაფერი ორმხრივი შეთანხმებით მოხდა და მაიორგას სურს, რომ მისი დახმარებით ცნობილი გახდეს. 

კომენტარები