გასულ პარასკევს ინდონეზიაში მომხდარი 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრისა და მის შედეგად გამოწვეული ცუნამის გამო დაღუპულთა რიცხვი 1,200-მდე გაიზარდა.
მიწისძვრამ და ცუნამმა ყველაზე მეტად კუნძული სულავესი და მის სანაპიროზე მდებარე ქალაქი პალუ დააზარალა.
ნანგრევებში კვლავ ეძებენ გადარჩენილებს. ინდონეზიის წითელი ჯვრის ორგანიზაციის თქმით ეკლესიის ნანგრევებში 34 დაღუპული სტუდენტი იპოვეს. სტუდენტთა ჯგუფის კიდევ 52 წევრი დაკარგულად ითვლება.