Amazon

Amazon-ი საქართველოში შოუ Grand Tour-ს იღებს, მათ ავტომობილზე სტალინის ბიუსტია

პირველი არხი

Amazon-ი საქართველოში საავტომობილო შოუ The Grand Tour-ის ახალ ეპიზოდს იღებს. გადაღებებისთვის საქართველოში შოუს წამყვანები, ჯერემი კლარკსონი, რიჩარდ ჰამონდი და ჯეიმს მეი იმყოფებიან. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადამღები ჯგუფის ესკორტი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში დააფიქსირა.

ავტომანქანაზე, რომლითაც ბრიტანელი წამყვანი ჯერემი კლარკსონი თანაწამყვანებთან ერთად ხურვალეთისკენ მიემართებოდა, იოსებ სტალინის ბიუსტია დამაგრებული. 

პირველი არხის ვიდეო

The Grand Tour-ი Amazon Prime-ის შოუა, მისი პრემიერა 2016 წლის ნოემბერში შედგა. ამჟამად მისი მესამე სეზონის გადაღებები მიმდინარეობს. 

სურამში შოუს წამყვანებმა გზაზე ნაზუქები იყიდეს:

კომენტარები