დიდი ბრიტანეთი

ტერეზა მეი ჰანტის გამოსვლაზე: ევროკავშირი და საბჭოთა კავშირი ერთმანეთს არ ჰგავს

Reuters

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯერემი ჰანტის გამოსვლაზე, რომელშიც მან ევროკავშირი საბჭოთა კავშირს შეადარა, კომენტარი გააკეთა:

"როდესაც ევროკავშირის მაგიდას ვუზივარ ვხედავ ქვეყნებს, რომლებიც ერთ დროს საბჭოთა კავშირის წევრები იყვნენ, ახლა კი დემოკრატიული ქვეყნები არიან და შემიძლია გითხრათ, რომ ეს ორი ორგანიზაცია მსგავსი არაა." თქვა მეიმ.

ჰანტის გამოსვლას აღშფოთება მოჰყვა, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისაგან.

ლიდველმა ევროკომისარმა, ვიტიანის ანდრიუკაიტისმა ჰანტს უთხრა, რომ საბჭოთა კავშირში გულაგში დაიბადა და KGB-მ დააპატიმრა და მოხარული იქნება ჰანტს ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის გასხვავება აუხსნას.

ჯერემი ჰანტმა CNBC-სთან ინტერვიუში კითხვაზე, ჰგავს თუ არა ევროკავშირის საბჭოთა კავშირს უპასუხა:

"არა, და ისინი [ევროკავშირი] ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ ამ მოლაპარაკებებში ევროპული იდეების შესაფერისად მოიქცნენ. ჩემი აზრით, ჯერ-ჯერობით ამას ვერ ვხედავთ." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა კონსერვატიული პარტიის კოყველწლიურ კონფერენციაზე ევროკავშირი საბჭოთა კავშირს შეადარა და თქვა, რომ ორგანიზაცია საპატიმროს ემსგავსება.

ჰანტის თქმით ევროკავშირის ლიდერებმა ევროპულ იდეალებსა და ოცნებებს ზურგი შეაქციეს და ფიქრობენ, რომ კლუბის შესანარჩუნებლად მისი დატოვების მსურველი წევრები უნდა დასაჯონ:

"რა დაემართა ევროპული ოცნების იდეალებსა და რწმენას? ევროკავშირი თავისუფლების დასაცავად შეიქმნა. საბჭოთა კავშირი უშლიდა ქვეყნებს მის დატოვებას. ისტორიიდან ნათელი გაკვეთილის სწავლა შეიძლება: თუ ევროკავშირის კლუბს საპატიმროდ აქცევთ, მისი დატოვების სურვილი არ შემცრიდება, ის გაიზრდება და ჩვენ არ ვიქნებით ერთადერთი პატიმარი, რომელიც გაქცევას შეეცდება.

არასოდეს შეგეშალოთ ბრიტანული ზრდილობა ბრიტანულ სისუსტეში. იმიტომ, რომ თუ ბრიტანეთის მსგავს ქვეყანას კუთხეში მოიმყვდევთ ჩვენ არ დავნებდებით, ჩვენ ვიბრძოლებთ.

ბრიტანეთის ბრექსითისათვის დასჯა არის სიმპტომებთან ბრძოლა და არა პრობლემის მიზეზთან. მიზეზი მიგრაციასთან დაკავშირებით ხალხის შეშფოთებებთან გამკლავებაში ევროპის პოლიტიკური ელიტის მარცხია, მათ შორის ჩემნაირი ხალხის ბრიტანეთში." თქვა მან.

კომენტარები