საფრანგეთი

საფრანგეთის ციხიდან ვერტმფრენით გაქცეული განგსტერი დააპატიმრეს

0 კომენტარი
ფოტო: SHUTTERSTOCK

სახელგანთქმული ფრანგულ-ალჟირული წარმოშობის განგსტერი რედუან ფაიდი, რომელიც ივლისში საფრანგეთში, პარიზთან ახლოს მდებარე ციხიდან შეიარაღებული პირების და ვერტმფრენის დახმარებით გაიქცა, დააკავეს.

მასთან ერთად დააპატიმრეს ფაიდის ძმა და კიდევ ორი კაცი, რომლებიც მას ციხიდან გაქცევაში დაეხმარნენ.

46 წლის ფაიდი სასჯელს 2010 წელს შეიარაღებული ძარცვისათვის იხდიდა, რომელის დროსაც ერთი პოლიციელი დაიღუპა. მანამდე მას 2001 წელს ასევე შეიარაღებული ძარცვისათვის 30 წელი მიუსაჯეს თუმცა 10 წლის მოხდის შემდეგ წინასწარი პირობით გაათავსუფლეს. 2011 წელს ის პირობის დარღვევის გამო კვლავ ციხეში დააბრუნეს.

ეს ციხიდან მისი მეორე გაქცევაა. 2013 წელს ჩრდილოეთ საფრანგეთის ერთ-ერთ ციხეში მიყვანიდან რამდენიმე საათში მან ოთხი მცველი მძევლად აიყვანა, ცოცხალ ფარად გამოიყენა და რამდენიმე კარი დინამიტებით ააფეთქა. ის იმავე წელს დააკავეს.

2009 წელს ფაიდმა წიგნი დაწერა სადაც პარიზის გარეუბანში მისი ცხოვრება და კრიმინალურ სამყაროში ჩაბმა აქვს აღწერილი. ფაიდს ნათქვამი აქვს, რომ მისი ცხოვრების სტილზე გავლენა განგსტერებზე ჰოლივუდურმა ფილმებმა მოახდინა. საფრანგეთის პოლიციამ მას ზედმეტსახელად "მწერალი" შეარქვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები