საფრანგეთი

ბორდოში დანით შეიარაღებულმა პირმა ერთი ადამიანი მოკლა და ერთი მძიმედ დაჭრა

PHILIPPE LOPEZ / AFP

საფრანგეთის ქალაქ ბორდოში 10 აპრილის საღამოს დანით შეიარაღებულმა პირმა ერთი ადამიანი მოკლა, ხოლო ერთ მძიმე ჭრილობები მიაყენა. თავდამსხმელი ბორდოს პოლიციამ შემთხვევიდან მალევე მოკლა, როდესაც ის გაქცევას ცდილობდა

Agence France Presse-ის პოლიციის წყაროს ცნობით, ამჟამად თავდასხმა ტერორიზმთან არაა დაკავშირებული. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელსა და მსხვერპლებს შორის შელაპარაკება მოხდა და ისინი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. პოლიციის ინფორმაციით, მოკლული და დაჭრილი პიროვნებები ალჟირელები არიან. თავდამსხმელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. 

პარიზის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე 5 თვით ადრე საფრანგეთში ტერორიზმის საფრთხის უმაღლესი ზომაა გამოცხადებული. 

კომენტარები