ქურდობა

გერმანიაში ქურდებმა მთელი ვენახის ყურძენი მოიპარეს

BBC

გერმანიაში, რაინლანდ-პფალცის მხარეში პოლიცია ქურდებს ეძებს, რომელთაც მთელი ვენახის ყურძენი მოიპარეს.

პოლიციის თქმით ქურდებმა ყურძნის საკრეფი სპეციალური დანადგარი გამოიყენეს და მთელი ვენახის ყურძენი მოიპარეს. მოპარულია დაახლოებით 1,600 კილოგრამი ყურძენი, რომლის სავარაუდო ღირებულება 8,000 ევროს აღწევს.

გასულ წელსა ამავე რეგიონში 600-დან 800 კილოგრამამდე ყურძენი მოიპარეს.

მხარე ღვინის წარმოებითაა ცნობილი. მისი ვენახების ყურძნისგან დამზადებული ღვინო გერმანიის ღვინის ექსპორტის 90%-ს შეადგენს.

საფრანგეთის მოსაზღვრე რეგიონში ვენახების ქურდობის აღსაკვეთად ცხენოსანი პატრული მორიგეობს.


ფოტო: France 3 TV

კომენტარები