არჩევნები 2018

ხუციშვილი ზურაბიშვილის შუღლის გამღვივებელ განცხადებაზე: გარკვეული ფორმით საფრთხეს შეიცავს

0 კომენტარი
ზაზა ხუციშვილი ფოტო: ტაბულა

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ზაზა ხუციშვილი მიიჩნევს, რომ სამცხე-ჯავახეთში სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება გარკვეული ფორმით საფრთხის შემცველია, თუმცა ეთნიკური შუღლის გაღვივევა არ ჰგონია.

საუბარია პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებაზე, სადაც ის ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებს ეუბნება, რომ პრეზიდენტმა "თურქებს მისცა მოქალაქეობა" და მათ არა.

"ეგ გამონათქვამი გარკვეული ფორმით არის საფრთხის შემცველი. ეთნიკური შუღლის გაღვივება არ მგონია, მაგრამ არ იყო სწორად გამოთქმული. პრესაში ვნახე, მისი პირიდან არ მომისმენია და ინტერპრეტაციები არის ხოლმე, ამიტომ რა იგულისხმა, თვითონ უნდა თქვას", - ამბობს დეპუტატი.

ტაბულას კითხვას, ცდილობს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობაში ანტითურქული განწყობების გაღვივებასა და გამოყენებას საარჩევნო კამპანიისას, ზაზა ხუციშვილი პასუხობს:

"სხვა დროს ასეთი განცხადება არ ყოფილა, ეს ერთადერთი შემთხვევა იყო ხო? მე მგონი არ იყო სწორი ეს გამონათქვამები, მაგრამ სხვა დროს არ გამიგია".

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 3 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილმა ნინოწმინდაში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს თქვა:

"ყველა არის ქვეყნის თანასწორი მოქალაქე. მე, ვიქნები ამ თანასწორი მოქალაქეების პრეზიდენტი. ერთმა პრეზიდენტმა ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, რომლის წარმომადგენელიც დღეს არის ჩემი ერთ-ერთი ოპონენტი, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა. მე, სანამ გავხდებოდი მაჟორიტარ დეპუტატი დავიწყე მუშაობა ორმაგ მოქალაქეობის კანონზე. ვიცი, რომ მთელ ევროპაში ეს არის მიღებული ფორმა, რომ ორმაგი მოქალაქეობა თუ არ არის ოფიციალურად მიღებული, იყოს ნებადართული და დაშვებული. ამიტომ, წელს მივიღეთ კონსტიტუციაში ცვლილებები, რის შედეგადაც საქართველოში აღარ არის აკრძალული ორმაგი მოქალაქეობა".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები