მშვიდობის დარგში ნობელის პრემია დენის მუკვეგემ და ნადია მურადმა მიიღეს

Nobel

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია დენის მუკვეგეს და ნადია მურადს გადაეცათ. ორივე მათგანი სექსუალური ძალადობის, როგორც ომის იარაღად გამოყენების წინააღმდეგ იბრძვიან.

დენის მუკვეგე კონგოელი გინეკოლოგია, რომელსაც გაუპატიურების ათასობით მსხვერპლისათვის უმკურნალია.

ნადია მურადი იეზიდი აქტივისტია. ის ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა 2014 წელს მის დებთან და სხვა იეზიდ ქალებთან ერთად ჩრდილოეთ ერაყში, სინჯარის პროვინციაში საკუთარი სოფლიდან გაიტაცეს. ისლამისტმა მებრძოლებმა მას 6 ძმა და დედა მოუკლეს. ტყვეობიდან თავის დაღწევის შემდეგ ნადია ადამიანის უფლებათად დამცველი გახდა და არაერთი ჯილდოც მიიღო ამისათვის.

მალალა იუსუფზაის შემდეგ 25 წლის ნადია მურადი ნობელის მშვიდობის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატია.

კომენტარები