უკრაინა

უკრაინაში 40-მდე მეშახტე ხელფასის შემცირების გამო მაღაროდან არ ამოდის

უკრაინაში, დეპროპეტროვსკის ოლქის 40-მდე მეშახტე ხელფასის შემცირების გამო შახტიდან არ ამოდის. 

უკრაინის დამოუკიდებელი პროფკავშირის ხელმძღვანელის, მიხაილ ვოლნეცის თქმით, მუშები 1115 მეტრის სიღრმეში იმყოფებიან და ხელფასის შემცირებას ამ ფორმით აპროტესტებენ. 

მისივე თქმით, მეშახტეებთან შახტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმყოფებიან და მოლაპარაკებებს მართავენ. 

მაღაროელები უკვე დიდი ხანია პროტესტის სხვადასხვა ფორმებს მიმართავენ. მათ არაერთი აქცია გამართეს და ხელისუფლებისგან დავალიანების გადახდა მოითხოვეს. 

კომენტარები