კრიმინალი

შსს: ინტეროლის მიერ ძებნილი პირი თბილისის შემოვლით გზაზე დავაკავეთ

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლიდან თურქეთის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი პირი თბილისის შემოვლით გზაზე დააკავეს.

უწყებაში ამბობენ, რომ 1983 წელს დაბადებული ა.კ. თურქეთში ბრალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ადამიანის გატაცების, მკვლელობისა და გამოძალვის მუხლებით.

შსს-ს ინფორმაციით, ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

კომენტარები