დაჭრა

შსს: საგარეჯოში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა, დაკავებულია 1 პირი

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ საგარეჯოში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული მ.უ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. 

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქალაქ საგარეჯოში, გვიან ღამით, თავის ნაცნობს, 1978 წელს დაბადებულ ა.კ.-ს ურთიერთშელაპარაკებისას, მისივე საცხოვრებელი სახლის აივანზე, დანით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, მ.კ. მომხდარიდან მალევე, საგარეჯოში დააკავეს.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები