ლატვიის არჩევნები

ლატვიის არჩევნებში პრორუსულმა პარტიამ გაიმარჯვა

მმართველი პარტიის პრემიერ-მინისტრი მედიას ესაუბრება

პრორუსულმა პარტია "ჰარმონიამ" ლატვიის არჩევნებში ხმათა ყველაზე დიდი რაოდენობა, 19 % მოიპოვა. ევროკავშირის მომხრე "განვითარების" პარტია მეოთხე ადგილზე გავიდა, მან ხმათა 12 % მიიღო. პოპულისტური პარტიებმა, "KPV LV" და "ახალი კონსერვატორები", ხმების 14.1% და 13.6% მიიღეს. 

წარსულში პარტიები შეთანხმებებს დებდნენ, რათა პარტია "ჰარმონია" ხელისუფლებას მოერიდებინათ, ამჟერად კი ჰარმონიას მთავრობის ჩამოყალიბება შეუძლია, თუ ის პოპულისტურ პარტიებთან გაერთიანდება. 100 წევრიან პარლამენტში ისინი 24 ადგილს დაიკავებენ, ახალი კონსერვატორები 16-ს, KPV LV კი 15-ს.

ლატვიის 2.2 მილიონიანი მოსახლეობის მეოთხედი რუსულენოვანია. ბალტიისპირეთის ქვეყანა NATO-ს და ევროკავშირის წევრია. NATO-ს ლატვიაში 1000-ზე მეტი სამხედრო ქვედანაყოფი ჰყავს. პარტია "ჰარმონია" ამბობს, რომ მას სურს ლატვიის ევროკავშირში და NATO-ში დარჩენა, თუმცა რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გამყარებას გეგმავს.

კომენტარები