ოკუპაცია

ოკუპანტებმა გორის სოფელ კირბალიდან 50 წლის კაცი გაიტაცეს

პირველი არხი

ოკუპანტებმა გორის სოფელ კირბალიდან 50 წლის აკაკი დოთიაშვილი გაიტაცეს. ის ე.წ მესაზღვრეებმა მაშინ დააკავეს, როდესაც საქონელს მწყემსავდა. დოთიაშვილს ოკუპანტები სწორედ ე.წ საზღვრის გადაკვეთას ედავებიან. 

სუს-ის ცნობით, მომხდარზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე, ჩართულია ყველა უწყება და მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან რუსი ოკუპანტები მოქალაქეებს ხშირად იტაცებენ.  

კომენტარები