ინგუშეთი

ინგუშეთში მოსახლეობა 20 ჰა მიწის ჩეჩნეთისთვის გადაცემას აპროტესტებს

ინგუშეთის დედაქალაქში, მაგასში, ასობით ადამიანი ქუჩებში პროტესტის ნიშნად გამოვიდა. ისინი ჩეჩნეთისთვის ტერიტორიის გადაცემას აპროტესტებენ, რომლის შედეგადაც საზღვრები იცვლება. 

ჩეჩნეთის და ინგუშეთის პირველი პირები ქვეყნებს შორის ახალი საზღვრის დაწესების შესახებ შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც, ინგუშეთის ნაწილი ჩეჩნეთს მიეკუთვნება. საუბარია დაახლოებით 20 ჰექტარ ტერიტორიაზე, ინგუშეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. 

ამ გადაწყვეტილებას ოპოზიცია და ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს. აქციები რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ის ხელისუფლების მიერ 15 ოქტომბრამდეა სანქცირებული. 

ინგუშეთის მეთაურის, იუნუს-ბეკ ევკუროვის განცხადებით, მისი მთავრობის წარმომადგენლებმა უნდა აუხსნას მოსახლეობას, რომ ეს შეთანხმება მათთვის ხელსაყრელია. თუმცა, უშუალოდ ის ხალხთან არ გამოსულა. 

იქამდე იუნუს-ბეკ ევკუროვმა თავად სცადა მოსახლეობასთან საუბარი, თუმცა, მას ბოთლები დაუშინეს. როგორც ინგუშეთის პრესა იუწყება, ახლა ის ცდილობს, აქციის ორგანიზატორებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებზე ზეწოლა მოახდინოს. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ევკუროვმა რესპუბლიკის ინტერესებს უღალატა. კერძოდ, ევკუროვმა თქვა, რომ ჩეჩნეთს 2 ჰექტარ მიწას მისცემდნენ, თუმცა, ადგილობრივებმა თავად იხილეს დოკუმენტი, რომელშიც სწორედ 20 ჰექტარზეა საუბარი. 

OBOZREVATEL-ის ცნობით, ჩეჩნეთის მეთაური, პუტინთან დაახლოებული რამზან კადიროვი მიწების გადაცემაზე უარის შემთხვევაში ინგუშეთს ომით დაემუქრა და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო საპროტესტო გამოსვლები.

კომენტარები