არჩევნები 2018

ოქტომბრის ცხრა დღეში სალომე ზურაბიშვილმა 1.5 მილიონი ლარის შემოწირულობა მიიღო

0 კომენტარი
ფოტო: სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბი

ოცნების მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ოქტომბრის პირველ ცხრა დღეში იმაზე ხუთჯერ მეტი შემოწირულობა მიიღო, ვიდრე მთელი სექტემბრის განმავლობაში. ზურაბიშვილს თანხა სულ 91 პირმა შესწირა, რაც ჯამში 1.5 მილიონ ლარს შეადგენს. შემომწირველებს შორისაა კომპანია RMG Copper-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ბალანჩივაძე, ქართული ოცნებიდან გორის მაჟორიტარი იოსებ მაკრახიძე. ასევე დედაქალაქის მერი, ბიძინა ივანიშვილის ძმა და ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგები. ზურაბიშვილმა კამპანია "ნუ ყიდი საქართველოს 30 ვერცხლად" ფარგლებში ზურაბიშვილმა 8 პირისგან მიიღო 30 თეთრი.

სალომე ზურაბიშვილის შემომწირველთა სია

1 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული "ქართუ ბანკიდან" 1 მილიონი ლარის სესხი აიღო. 

გუშინ პრეზიდენტობის კანდიდატმა თქვა, რომ ის ამ სესხის საპროცენტო განაკვეთის გადახდას არ აპირებს

სესხის მოთხოვნის მიზეზი საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლი გახდა. ამ მუხლის მიხედვით, კანდიდატს, რომელიც არჩევნებში ხმათა 10%-ზე მეტს დააგროვებს, კამპანიაზე გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 1 მილიონის მოთხოვნის უფლება აქვს. შესაბამისად, ზურაბიშვილის სესხს გადასახადის გადამხდელები დაფარავენ.

საქართველოში პოლიტიკური შემოწირულობების კანონით განსაზღვრული ლიმიტი ფიზიკური პირებისთვის 60,000 ლარი, იურიდიული პირებისთვის კი 120,000 ლარია. რეალურად, ივანიშვილის ქართუ ბანკი ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დამფინანსებელია, მაგრამ რადგან ეს სესხის მეშვეობით ხდება, აღნიშნული კანონდარღვევას არ წარმოადგენს, რადგანაც კანონი საარჩევნო კამპანიისთვის თანხის სესხების ლიმიტს არ განსაზღვარვს. 

ანალოგიურ ხერხს მიმართა 2016 წელს ქართულმა ოცნებამაც. მაშინ ივანიშვილის პარტიამ ივანიშვილის ბანკისგან 1 მილიონი ლარი 4 თვის ვადით ისესხდა. სესხის განაკვეთი 11% იყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ტალიავინის დასკვნაში წერია, რომ ომის პროვოცირება საქართველომ დაიწყო" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები