აშშ

კაცი, რომელიც არჩევნების დღეს ვაშინგტონში აფეთქებას გეგმავდა FBI-მ დააკავა

CBS

CBS-ის ცნობით ნიუ იორკში მამაკაცი დააკავეს, რომელიც შუალედური არჩევნების დროს ვაშინგტონში საარჩევნო უბანზე დაახლოებით 90 კილოგრამიანი ბომბის აფეთქებას გეგმავდა.

გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მისი სახლის ჩხრეკისას აღმოაჩინეს.

გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცი 56 წლის პოლ როსენფელდია. მან აღიარა, რომ ტერაქტის მოწყობას მართლაც გეგმავდა და ამით აშშ-ის პოლიტიკური სისტემის მიმართ პროტესტის გამოხატვა სურდა. FBI-ს მიხედვით მას ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირი არ აქვს.

როზენფელდს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები