2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

უგულავა: ქართულ ოცნებას უამრავი აქტივისტი ტოვებს, ისინი უარს ეუბნებიან ზურაბიშვილს

0 კომენტარი
გიგი უგულავა ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით, ქართული ოცნების უამრავი აქტივისტი ქართულ ოცნებას ტოვებს. როგორც მან აღნიშნა, ისინი სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას ეწინააღმდეგებიან. 

"სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა ქართული ოცნების მხრიდან არის ის წითელი ხაზი, რომელიც უამრავი კეთილსინდისიერი ადამიანისთვის ქართულ ოცნებაში აღმოჩნდა წითელი ხაზი და მათ დატოვეს ქართული ოცნება. 6 წლის მანძილზე ეს ადამიანები სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდნენ, მათ ჰქონდათ შეხება იმ ნეპოტიზმთან, გაუტანლობასთან, ჭაობთან, რომელიც ქართულმა ოცნებამ შექმნა. მაგრამ ისევ ვიმეორებ, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა ამ და უამრავი ადამიანისთვის აღმოჩნდა წითელი ხაზი, რის შედეგადაც უბრალოდ ქართულ ოცნებაში ყოფნა და ქართული ოცნების მხარდაჭერა ძალიან გასაგები ენით, რომ ვთქვათ "ტეხავს." სალომე ზურაბიშვილი არის წითელი ხაზი, რომელიც ქართულმა ოცნებამ გადაკვეთა და მე მიხარია ის ფაქტი, უამრავი მხარდამჭერი ქართული ოცნების აბსოლუტურად ჯანსაღად უყურებს ამ პროცესს, ისინი უარს ეუბნებიან სალომე ზურაბიშვილს"- თქვა უგულავამ.

გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ  სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა და დაფინანსება არის ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი. მისი თქმით, "ზურაბიშვილის მხარდაჭერა არის ნამუსთან კომპრომისზე წასვლა."

"მე მინდა მივმართო ქართული ოცნების მხარდამჭერებს და აქტივისტებს ნუ გავიხდით სამომავლოდ საქმეს ისე, რომ საკუთარ სინდისსთან სამართლებელი გვქონდეს ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ გვაქვს მიღებული. დაუშვებელია, უბრალოდ არ შეიძლება სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა, ეს არის ნამუსთან კომპრომისზე წასვლა. ეს არის ყველა იმ ეროვნული ინტერესის ფეხქვეშ გათელა, რომლითაც საქართველო აქამდე მოსულია, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. ამიტომ ჯერ კიდევ ბევრი დრო არის დარჩენილი არჩევნებამდე და დარწმუნებული ვარ, სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი ხმამაღლა ამოიღებს ხმას და იტყვის არა სალომე ზურაბიშვილს და ეს იქნება ძალიან პრინციპული პოზიცია ყველა იმ ქართული ოცნების მხარდამჭერის თუ აქტივისტის თუ სხვადასხვა თანამდებობის პირის, რომელიც მათ შეუძლია გაუკეთონ საკუთარ სახელმწიფოს და საკუთარ შთამომავლობას. ქართულ პოლიტიკაში დგება უკვე დრო გადაფასების, ახალი წითელი ხაზების გავლების და ეს წითელი ხაზები სწორედ არის სალომე ზურაბიშვილი. დღეს მის გვერდით ყოფნა, მისი დაფინანსება, მის კამპანიაში მონაწილეობა არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ამაში ჩვენ ყოველდღიურად ვრწმუნდებით ამ ქალბატონის გამონათქვამებით"- თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი უგულავამ.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მიშა მშვილდაძე

კომენტარები