არჩევნები 2018

კომისიის თავმჯდომარე: არჩევნების ღამეს დენს გამორთავენ, ბიულეტენების ჩაყრა დაგვავალეს

ტაბულა

გორის სათემო რადიო მოზაიკას ცნობით, გორის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები ქართული ოცნების ოფისში დაიბარეს და არჩევნების ღამეს ბიულეტენების ჩაყრა დაავალეს. 

ამის შესახებ მოზაიკას კომისიის ერთ-ერთმა თავმჯდომარემ კონფიდენციალურად უთხრა. 

"ვფიქრონდი, გამეხმაურებინა თუ არა ეს ამბავი, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემთვის ამაზრზენი და მიუღებელია. გვითხრეს, რომ 10 წუთით არჩევნების ღამეს დენი გაითიშება და სწორედ ამ დროს უნდა ჩავყაროთ ყუთში ბიულეტენები, წინააღმდეგ შემთხვევაში დავტოვებთ იმ სამუშაო ადგილს, სადაც ახლა ვმუშაობთ", - უთხრა რადიო მოზაიკას ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, მსგავსი რამ გამორიცხულია, რადგან საარჩევნო პროცესს თვალ-ყურს დამკვირვებლები, მედია, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, პარტიების მიერ დანიშნული წევრები ადევნებენ. 

"საარჩევნო პროცესი არის გამჭვირვალე. საარჩევნო უბნებზე არიან დამკვირვებლები, მედია, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, პარტიების მიერ დანიშნული წევრები. შესაბამისად, მსგავსი განცხადება, რაც ამ სტატიაშია აბსურდია. საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს გამჭვირვალე და მაღალი სტანდარტის არჩევნებს", - უთხრა ცესკომ ტაბულას. 

ტაბულა დაუკავშირდა ქართულ ოცნებასაც. მათგან პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია. 

კომენტარები