ლევან ყიფიანის საქმე

ახალ ფარულ ჩანაწერში ყიფიანი ამბობს, რომ სარდაფში ფარცხალაძემ ხელი დაარტყა

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

რუსთავი 2-ის მტკიცებით ახალი ფარული ჩანაწერი მოიპოვეს, რომელშიც სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და ომეგა ჯგუფის მენეჯერი მონაწილეობენ.

კურიერში გამოქვეყნებულ ჩანაწერებში ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძის სარდაფში მომხდარზე საუბრობს და ამბობს, რომ ფარცხალაძეს შეაგინა, მან კი ხელი დაარტყა:

ზაზა ოქუაშვილი -  ძალმომრეობით მოხდა, მილიონები წავიდა ჩვენგან აი, ფაქტიურად, ყაჩაღობით, ხო, კაცს დავდევდით მთელი ღამე ვეძებდით.

ომეგას მენეჯერი - რა სადა, კაცო, სადა... აზრზე არა ვარ, გოგისთან და კოკისთან არ მიკითხავს .... რა ხდება, მითხარი ორი სიტყვით რაა, რა იყო ლევან?

ლევან ყიფიანი - არაფერი, რაღაც უსიამოვნება მომივიდა. 

ომეგას მენეჯერი - ვისთან?

ლევან ყიფიანი - ფარცხალაძე რო არი...

ომეგას მენეჯერი - ჰო, ვიცი ეგა, ჰო... რა მერე, რა, ფიზიკური გაქვს შენ თუ.

ლევან ყიფიანი - ჰო, ფიზიკურად. შევაგინე და ხელი დამარტყა.

ომეგას მენეჯერი - შეაგინე შენ იმას და იმან ხელი და მერე შენც დაარტყი.

ლევან ყიფიანი - ვეღარ მოვასწარი.

ომეგას მენეჯერი - ნუ, ესე იგი იმის ქვეშ მაინც არა ხარ.

ლევან ყიფიანი - მარა ნუ, შევრიგდით და ...

ომეგას მენეჯერი - და სარდაფში რა გინდოდა, ვერ გავიგე

ლევან ყიფიანი - რაღაცა ოფისი აქვს, რაა.

ზაზა ოქუაშვილი - სპეციალური ოფისი აქვს, თუ ჭკვიანად არ მოიქეცი, შენც მოხვდები იქ.

ომეგას მენეჯერი - აა, მოგიტაცეს?

ლევან ყიფიანი - არა, ჩემი ფეხით მივედი.

ომეგას მენეჯერი - და ჩაგსვევს იქა?

ლევან ყიფიანი - ჰო, რაა, რაღაცა ეგრე მოხდა და მერე მოვიდა ეს ბიჭი და ... ძმაკაცი მაგისი, მეო არ ვიცოდიო რაღაცაო და არ დამიჯერაო რაღაცაო... შემაგინეო, რაა, შემაგინაო.

ომეგას მენეჯერი - ფარცხალაძემ?

ზაზა ოქუაშვილი - მიზეზი გინება ხო არ იყო?

ომეგას მენეჯერი - ჰო, რა თქმა უნდა, გავიგე. ეს ისე, ხუმრობით გითხარი.

ლევან ყიფიანი - მანამდე ზაზასთან ჰქონდა საუბარი და ნუ, ზაზამ უთხრა რაღაცა და აიცილა.

ომეგას მენეჯერი - მოიცა, დაგარტყა თუ მერე გაგაკავეს და?

ლევან ყიფიანი - არა, ნუ, გამლახეს რაა, გამლახეს რა.

ომეგას მენეჯერი - გაგაჩერეს, გაგაკავეს?

ლევან ყიფიანი - ჰო, რა.

ომეგას მენეჯერი - ვაა, რა ნაგლი ყოფილა ხედავ, ფარცხალაძე.

ლევან ყიფიანი - რაც იყო ეხლა ჩხუბში, ეხლა ცემა.

ომეგას მენეჯერი - რომ გირტყამდნენ, არ აგინებდი?

ლევან ყიფიანი - ვაგინებდი და რომ ვაგინებდი, მაგინებდა და ... ეგენი იმასთან ვერა.

ომეგას მენეჯერი - ფარცხალაძესთან.

ზაზა ოქუაშვილი - იმასთან ვერ არის, მარა მიდიო, უთხრა და წინასწარ იცოდა ყველაფერი.

ომეგას მენეჯერი - აა, ნაზლო უთხარიო, ხო, ფარცხალაძე ...

ლევან ყიფიანი - ჰო, რავი.

ომეგას მენეჯერი - უიმე, გაგშოლტეს?

ზაზა ოქუაშვილი - გააძრეს აბსულუტურად...

ომეგას მენეჯერი - ძველი ბიჭი ყოფილა... 

რუსთავი 2-ის მიერ მოპოვებული ჩანაწერის მიხედვით ლევან ყიფიანმა სარდაფში მომხდარზე ბიძინა ივანიშვილთანაც ისაუბრა:

ზაზა ოქუაშვილი - ძველი ბიჭი, აბა რაა, ბიძინასგან თუ მხარდაჭერა გაქვს, რა პრობლემაა...

ლევან ყიფიანი - ხო, ნუ არა, ნუ, მორჩა ეგ

ომეგას მენეჯერი - შერიგდით..?

ლევან ყიფიანი  - კი

ომეგას მენეჯერი - ნუ, ნიჩევო

ლევან ყიფიანი - არაფერი, ბიძინა

ომეგას მენეჯერი - ბიძინამ გაიგო ხო, ეგ ამბავი?

ლევან ყიფიანი - ბიძინამ რა, რატომ შეაგინეო

ომეგას მენეჯერი - შეაგინეო?

ზაზა ოქუაშვილი - რატომ შეაგინეო, ამიტომ გადაიხადეო

ომეგას მენეჯერი - რატომ დაგარტყა, ის არ უთქვია, რატომ შეაგინეო ...

ლევან ყიფიანი - თან პირველი შენ შეაგინეო...

ომეგას მენეჯერი - გიჩივლა, იმან შემაგინაო და იმიტოო...

ლევან ყიფიანი - არა, მე ვერ დავიჯერე...

რუსთავი 2-ის მიხედვით დაპირისპირების შემდეგ ლევან ყიფიანის და ოთარ ფარცხალაძის შერიგებას "ზარალა" (რომელიც კურიერის ინფორმაციით ოთარ ფარცხალაძის მეჯვარე ბიზნესმენი გიორგი რამიშვილია) და პოეტი დავით მაღრაძე ცდილობდნენ.

შეგახსენებთ, რომ

რუსთავი 2-მა ომეგა ჯგუფთან დაკავშირებით ფარული აუდიოჩანაწერები ადრეც გაავრცელა. ერთ-ერთ მათგანში, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან მისი კონკურენტი კომპანიის წარმომადგენლები საუბრობენ და სიგარეტის ბაზრის განაწილების გეგმას იხილავენ. ჩანაწერში საუბარია სიგარეტის რეალიზაციიდან 50%-იანი წილის "ქართული ოცნების" ფონდისთვის გადაცემაზე.

გავრცელებულ კიდევ ერთ ფარულ აუდიო ჩანაწერში ზაზა ოქუაშვილს სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი მისთვის და სხვა მაღალჩინოსნებისთვის ავტომობილების გადაცემას სთხოვს. 24 სექტემბერს კი გავრცელდა კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი, სადაც ოქუაშვილისა და "ომეგა ჯგუფის" კონკურენტი კომპანია "თბილისის თამბაქოს" ერთ-ერთი აქციონერის, გიორგი ჩუბინიშვილის საუბარია ასახული. ჩანაწერის მიხედვით, თითოეული სიგარეტის კოლოფის რეალიზაციის შედეგად ქართული ოცნების ფონდში 2.5 თეთრი მიემართება.

ზაზა ოქუაშვილის თქმით, ლევან ყიფიანი "მის დირექტორებს და მენეჯერების აშანტაჟებდა", ასევე, რ2-ის ინფორმაციით, ყოფილმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ და "მისმა ხალხმა" ყიფიანი გაიტაცა, სადრაფში ჩააგდო, გააშიშვლა და სცემა. ამის შემდეგ ყიფიანი სამჯერ დაიკითხა, ორჯერ პროკურატურაში, ერთხელ კი სასამართლოში. ფარცხალაძის საქმეზე მან ორჯერ ისაუბრა და ორივე შემთხვევაში ფარცხალაძესთან კონფლიქტი უარყო. ყიფიანმა სარდაფის ეპიზოდზე თქვა, რომ "ეს არის ფარსი და შეურაცხმყოფელი. ასეთი რამე არ ყოფილა".

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიგი უგულავა

კომენტარები