MMA

ხაბიბ ნურმაგომედოვმა ფლოიდ მეივეზერი ბრძოლაში გამოიწვია

MMA-ს მებრძოლმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი გამოიწვია. ხაბიბის მენეჯერმა Instagram-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მებრძოლი მეივეზერს ბრძოლაში იწვევს. 

ხაბიბის თქმით, მეივეზერმა კონორ მაკგრეგორის დამარცხება ვერ შეძლო, რაც თვითონ მარტივად მოახერხა.

"მოდი ფლოიდ! მე მზად ვარ ბრძოლისთვის. 50-0 და 27-0. ორი ადამიანი, რომლებიც არასოდეს დამარცხებულან. რატომაც არა?! ჯუნგლებს მხოლოდ ერთი მეფე შეიძლება ჰყავდეს და ეს მეფე რა თქმა უნდა მე ვარ, რადგან მან მაკგრეგორის დაგდება ვერ შეძლო, მე კი ეს მარტივად მოვახერხე",- ამბობს ხაბიბი

კომენტარები