მირზა სუბელიანი

რ2-ის ფარულ ჩანაწერებში სუბელიანი მთავრობის წინააღმდეგ კომპრომატებზე საუბრობს

0 კომენტარი
ფოტო: Rustavi 2

რუსთავი 2 ფარულ ჩანაწერს ავრცელებს, რომელიც, მათი თქმით, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი და მასში, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი, ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი და გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი საუბრობენ.

ჩანაწერებში მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ფიგურირებს და მას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წარდგენილი, ამბობს, რომ წარსულში როგორც ენმ-ის, ისე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მომხდარი შემთხვევების "მოგვარებაში" მონაწილეობდა. მისივე თქმით, დამადასტურებელი მასალა მას დოკუმენტირებული და დაარქივებული აქვს. 

საქმე ეხება ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის, ციხის ბუნტის, ასევე სერგო თეთრაძის საქმეს. სუბელიანი ახსენებს ვანოს საქმესაც, რომელშიც, დიდი ალბათობით, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა იგულისხმება.  

ის ასევე საუბრობს ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის საქმეების მოგვარებაზე და იმაზე, თუ რა მეთოდებით ხდებოდა ეს.

სუბელიანი - არა, სალაპარაკოდ და სავაჭროდ კი არ ვამბობ, ეს დავალებები რაც გვაქ ჩვენ შესრულებული დაფაილებული და შენახული გვაქ, ასე იდგნენ მუხლისჩოქა, შოთაძე და იმას, ნიკამ უარი უთხრა და გამოყარა, მოდი თქვენ შეასრულეთო, კბილაშვილი შემომყავდა, ღარიბა იყო, სადმე გაბაზრდა?! და ბოლო ბოლო ვანოს თემა, მინდოდა ეს ტ..ში შემეტენა?! იმან ვერ გადაწყვიტა ღარიბამ?! იმდენი გვაქვს ოპერატიულად გაკეთებული ძმაო, ჩვენ ერთი გზა გვაქ, ესენი რო თავს იზღვევენ ძმაო, ისინი რო მოვიდნენ დედას მოგ...ნავენ სათითაოდ და მე ჩემებმა მომ..ნეს დედა, სანამ ისინი მოვიდოდნენ.

და არც ერთ ბიჭს ჩვენება არ მიუცია, არც ერთი არ გაბოზებულა, რა დაუხვდათ წინ, ერთი საქმე მაინც ამოიღონ, სადაც მე მივდივარ სახელმწიფოს წინააღმდეგ, შენ მაინც არ იცი რამდენჯერ კედელთან მიმამწყვდიეს, ისიც იცი რაზბორკები რო იყო და მე და შენ რო ვიჯექით, იქ რო ვიჯექით რაზბორკაზე, იქაც ვთქვი რო სოზარის დავალებაამეთქი, არ გახსოვს? აბა ეხლა მეტი რა გავაკეთო ეს დედა მო...ული მითხარი. რა არი იცი, რომელი ჯობია? ამიტომაა პოლიტიკა კაი, პოლიტიკურად ყველანაირად ხსნი და მუნდირი რო გაქ ვერანაირად ვერ ხსნი გესმის? მაშინ ცრუ ჩვენებაზე კი არ წამიყენონ მუხლი, ადგნენ და წამებაზე წამიყენონ, ბაჩო ახალაიას მოწმეებს რო ვაწამებდით და როგორ მისცეს... ციხის ბუნტის თემა გაიხსენე, მე და გიომ გავხსენით ძმაო, მე და გიომ, ცხონებულმა, გიო შევუშვი ქურდებთან, ქურდები მყავს გაბოზებული მაგის დედას შე..ცი, ქურდებს მივაცემინე ჩვენებები, უპრეცედენტო რაღაცა მოხდა, ვაბშე ისტორიაში რო არ ყოფილა, მარტო ერთი საქმე რად ღირს, მარტო იმ საქმეზე დაუყენეს ბაჩოს განაჩენი.იმ კაცთან მიდის საუბარი რომელთანაც, თან ასე უთხარი სიტყვა-სიტყვით, ქალაქის პროკურორი რო იყო ეგ ყ..ეთქო, ქალაქის პროკურორი რო იყო და ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეები რო იყო და ვერ ტეხდნენ, მოგვყავდა და ვცემდით, იმიტო რო ამათ გაეხსნათ, აბა როგორ იძლეოდნენ ჩვენებებს და აბა როგორ გაიხსნა?! თეთრაძის საქმე როგორ გაიხსნა?! ქალაქის პროკურატურა იძიებდა საქმეს და ოპერატიულად უზრუნველყოფას ჩვენ უზრუნველვყოფდით, ჩემი პირადი შემადგენლობით. დ - პროკურორებმა წამოიღეს თავისი ლეპტოპები და მოვიდნენ ჩვენთან, გენინსპექციაში". 

სუბელიანი ჩანაწერებში ასევე ამბობს, რომ რომ მასსა და ხელისუფლებას შორის გარიგება შედგა და ის ციხეში 1 წლით ჩაჯდომაზე დათანხმდა, თუმცა ახლა მათი დამოკიდებულებით უკმაყოფილოა.

სუბელიანი საუბრობს იმ პირობებზეც, რომლითაც ციხეში ჩაჯდომას დათანხმდა. მისი თქმით ერთი წელი პატიმრობაში იქნება, ხოლო ერთ წელს პირობით მსჯავრს მოიხდის.

სუბელიანი - მე ვამბობ ეგეთ რაღაცას ძმაო, მომისაჯონ, დავიღალე რა, რო წახვალ უთხარი მომცენ მე ჩემი, არ მინდა არც შეღავათი და არც არაფერი, ხო ვთქვი ერთი წელი და მომისაჯონ და დამანებონ თავი რა. აღარ მინდა არც შეღავათი, ხო ვთქვი ერთი წელი, ვიჯდები ის ერთი წელი, დავიღალე რა, დამანებონ თავი რა.

ჯაფარიძე - შენ უნდა იყო ქვაზე მაგარი, ვიტამინები მიიღე და თავს მიხედე.

სუბელიანი - ერთ რამეს გეტყვი, მე სხვა რამეს ვდარდობ, მეთქი ნახავს სახელმწიფო, ჩვენს გამო წავიდა და დაჯდა, ჩვენ გადაგვარჩინა და გამოხვალ და მირზა შენ ეს გექნება, მირზა შენ ის გექნება და ამის გამო რას ვიღებ ბოლოს ჩემი დედის ტ...ნას?! იმაში დარწმუნებული ვარ რო, იმას ეტყოდნენ სხვანაირად, მტკიცებულებები გვაქვსო, ბიჭო ოცნებამ მიიღეთ ძმაო, თქვენი გუნდის პატიმარი, თქვენი გუნდის, ამხელა შეცდომა ბოზიშვილი ვიყო მიშას არ დაუშვია, შენ ხვდები ეს რამხელა შეცდომაა?! არ მინდა არც დაკლება მინდა, ვიჯდები ეს ერთი წელი მჭირდება, ეს ნეგატიური პოზიცია რო გავდევნო, თორე მე რო ეხლა გავიდე გარეთ შეიძლება სასწაულები ჩავიდინო.

ჯაფარიძე - ვესენი არჩევნების პერიოდია;

სუბელიანი - არა არჩევნები მერე, იციან. 15 ნოემბერს მაქვს პროცესი. მანამდე არც მაქვს.

ჯაფარიძე -ამიტომ ვფიქრობ მაინც, რომ... ერთი წელი თუ მიუსაჯეს, ჩემი აზრია.

სუბელიანი - ერთი წელი რატომ? ჯარიმა რატომ არა, ან ვაბშე რატომ ვარ პასუხისგებაში მიცემული. მოსამართლეები გაგიჟებულები არიან.

სუბელიანი - ..გაგიჟდნენ კინაღამ, სადაა მტკიცებულებები კაცის ჩვენების გარდაო, რას ამბობო.

სუბელიანი  - რატო მძირავენ, ძლივს ხალხმა დამივიწყა და ეხლა ისევ თავიდან ააყაყანე ეს ჟურნალისტები და თქვან ცრუ ჩვენება მისცაო, ისევ თავიდან, ეს უტვინოები, აი მაგათი დალაგებული, დარწმუნებული ვარ ძმაო მაგაში არც ირაკლის ხელი არ ურევია და ოთარის კიდე... ვალშია ძმაო, ეგრეც ხო არ არი ძმაო.

ჯაფარიძე - ოთარი ვინ არი?

სუბელიანი - ფარცხალაძე, არ არი ვალში?!

ჯაფარიძე - ამ წუთში ოთარი რა შუაშია?

სუბელიანი - არა? ეგ მართავს ძმაო პროკურატურას, აბა მე ვმართავ?! არ არი ვალში, ვის უფრო მეტი აქ ოთარისთვის გაკეთებული, შაყულას თუ მე, რაღა ვიბაზრო მეტი, არ მინდა არაფერი, ესე უთხარი გაგიჟებულიათქო, მომისაჯეთ დამანებეთ თქვითქო კაცი იძახის-თქო, პირობითს გამომაყოლებენ კიდე ერთი წელი და ვიყიდი იმ პირობითს და ეგ იქნება.

მირზა სუბელიანი ხაზს უსვამს, რომ თავისი გადაწყვეტილებით დათანხმდა ციხეში ჩაჯდომას, თორემ მას რომ ეს არ სდომოდა, ვერავინ მიეკარებოდა იმ 50 კაცის შიშით, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ.

სუბელიანი - ოხ მე ( არ ისმის) არ ვყოფილიყავი, მე, ბო..შვილი ვიყო, ამას არ დავთანხმდებოდი.

ჯაფარიძე - მეც არ მჯერა რომ ეს კარგი იქნებოდა.

სუბელიანი - იქნებოდა. ჩემი 50 კაცი მაგათ ბრდღვნად... ვერ ბედავდნენ ახლოს ჩვენთან მოსვლას. ერთი კვირა... და ვერ ბედავდნენ ახლოს მოსვლას. იმიტომ, რომ იცოდნენ, რაც მოყვებოდა.

ჯაფარიძე - ზრომელს აქვს მაგის ტ..აკი?

სუბელიანი - რომელ სახელმწიფოზე მელაპარაკები. რაზე მელაპარაკები ბო..იშვილი ვიყო. მითხარი, ძმაო -ერთი დამისახელე რაში ვარ ჩაჭრილი.“

სუბელიანი ასევე საუბრობს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკველობის საქმეზეც და ამბობს, რომ ბავშვები გაიტაცეს და სცემეს:

სუბელიანი - კალანდია, ბავშვზეა ლაპარაკი, მთავარი მოწმეა, მაგას იმიტო კი არ იჭერენ დიდადაც უნდათ დაიჭირონ მარა ის ძირი საქმე დაენგრევათ თორე ჩემი ხათრი სულ არავის არ აქვთ, ჩემი ხათრი რო ქონოდათ, მაგან მე უკვე თავისი წილი შეურაცხყოფა მომაყენა, როდესაც პირველ დღეს მიიყვანეს და ბავშვები სცემეს.

ჯაფარიძე - ძირი საქმე რა დაენგრევა?

სუბელიანი - ძირი საქმე მკვლელობის საქმე, ტ..კის თამაშს თავი დაანებონ.

ჩანაწერის თაობაზე პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ჩანაწერზე გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო და გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი, 157-ე მუხლის პირველი, 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.

დამატებით ინფორმაციას პროკურატურა ორშაბათს გაავრცელებს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა, ის ვერცხლის მედლის მფლობელია

კომენტარები