მირზა სუბელიანი

ყოფილი პროკურორი: სუბელიანმა მითხრა, შვილი ისე არ გამიზრდია, რომ მკვლელობაში იყოს ჩარეული

დაახლოებით 16:35 საათზე მირზა სუბელიანი მოვიდა ჩემთან კაბინეტში, თბილისის პროკურატურაში, გაფითრებული და დაბნეული იყო დავსვი და ვკითხე რა ხდება. მეუბნება, 51-ე სკოლასთან რომ მოხდა უბედურება, მოხდა ჩემი შვილის და მისი მეგობრის ჩაგვრის გამო, ჩემმა შვილმა გადაურეკა დეიდაშვილს, რომელმაც თავისმხრივ წამოიყვანა თავისი მეგობრები გავიდნენ გვერდზე ქუჩაზე სადაც მოხდა ეს ჩხუბი და უბედურება.

სუბელიანმა მკითხა, ვარ დაბნეული და მირჩიე რა გავაკეთო.

ვუტრიალებ კითხვას და ვეუბნები მირზა შენი შვილი უშუალოდ არის მკვლელობაში გარეული თუ არა და ვის ეჭირა დანა?

რაზეც მპასუხობს, რომ მე შვილი ისე არ გამიზრდია, რომ უშუალოდ მკვლელობაში იყოს ჩარეული, ხოლო ვინ იხმარა დანა არ ვიცი.

მესამედაც ვკითხე და იგივე პასუხი მივიღე და მივხვდი, რომ კითხვების დასმას აღარ აქვს აზრი და ვეუბნები ასეთ ტექსტს - მირზა გარდაცვლილია ჩემი შვილის მეგობარი ჩათვალე, რომ ჩემი შვილია გარდაცვლილი  (ჩემი შვილი იყო ლევან დადუნაშვილი კლასელი და საუკეთესო მეგობარი) მე ვუთხარი მირზას ახლავე ჯდები მანქანაში, ისვამ შენს შვილს და მიდიხარ პოლიციაში და აძლევ სრულ ჩვენებას ამის შემდეგ მას არაფერი უთხვამს გავიდა და დატოვა შენობა.

თბილისის ყოფილმა პროკურორმა მიხეილ შაყულაშვილმა დღეს კომისიის სხდომაზე, მკვლელობის დღეს მირზა სუბელიანისა და მისი შევხედრის დეტალები გაიხსენა.

კომენტარები