მირზა სუბელიანი

ფარულ ჩანაწერში სუბელიანი 1 წლით პატიმრობაზე ხელისუფლებასთან გარიგებაზე საუბრობს

0 კომენტარი
ფოტო: News.ge

რუსთავი 2 ფარულ ჩანაწერს ავრცელებს, რომელიც, მათი თქმით, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი და მასში, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი, ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი და გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი საუბრობენ.

ჩანაწერებში მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ფიგურირებს და მას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წარდგენილი, ამბობს, რომ წარსულში როგორც ენმ-ის, ისე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მომხდარი შემთხვევების "მოგვარებაში" მონაწილეობდა. მისივე თქმით, დამადასტურებელი მასალა მას დოკუმენტირებული და დაარქივებული აქვს.

ჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის მოწმე ბავშვები გაიტაცეს და სცემეს:

სუბელიანი - ...მეორე შემთხვევას გეტყვი, რისი პაბლაშკა, ბო..შვილი ვიყო, ლამის ბუქნებს მაკეთებინებდნენ, ღამე წაიყვანეს, რაზე მაქ ზაზაზე აკრეფილი, მოიპარეს ბავშვები, მე ირაკლისაც ვუთხარი და მამის თვალწინ ცემეს, უძინართა მზეში ხდება და ერთად ერთი ჩვენ ცხონებულ გიოს გაუკეთეს ნაცებმა და ჩემ ოჯახს გაუკეთეს, მერე საქმე რო უფუჭდებოდათ, თვითონ გამოვიდნენ აქეთ კონტაქტზე და რაც ჩვენ გვაქ ნარბენი და დავულაგეთ საქმე, გამოსავალი მითხარიო, იმან რო მითხრა, რავი ძმაო, ამ სიტუაციაში მე გამოსავალს ვერ ვხედავმეთქი რა, იმიტო რო სახელმწიფო გადარჩეს ჩაჯექიო, ჩავჯექი ეგრევე. 

სუბელიანი - კალანდია, ბავშვზეა ლაპარაკი, მთავარი მოწმეა, მაგას იმიტო კი არ იჭერენ დიდადაც უნდათ დაიჭირონ მარა ის ძირი საქმე დაენგრევათ თორე ჩემი ხათრი სულ არავის არ აქვთ, ჩემი ხათრი რო ქონოდათ, მაგან მე უკვე თავისი წილი შეურაცხყოფა მომაყენა, როდესაც პირველ დღეს მიიყვანეს და ბავშვები სცემეს.

ჯაფარიძე - ძირი საქმე რა დაენგრევა?

სუბელიანი - ძირი საქმე მკვლელობის საქმე, ტ..კის თამაშს თავი დაანებონ.

სუბელიანი ჩანაწერებში ასევე ამბობს, რომ რომ მასსა და ხელისუფლებას შორის გარიგება შედგა და ის ციხეში 1 წლით ჩაჯდომაზე დათანხმდა, თუმცა ახლა მათი დამოკიდებულებით უკმაყოფილოა.

სუბელიანი საუბრობს იმ პირობებზეც, რომლითაც ციხეში ჩაჯდომას დათანხმდა. მისი თქმით ერთი წელი პატიმრობაში იქნება, ხოლო ერთ წელს პირობით მსჯავრს მოიხდის.

სუბელიანი - მე ვამბობ ეგეთ რაღაცას ძმაო, მომისაჯონ, დავიღალე რა, რო წახვალ უთხარი მომცენ მე ჩემი, არ მინდა არც შეღავათი და არც არაფერი, ხო ვთქვი ერთი წელი და მომისაჯონ და დამანებონ თავი რა. აღარ მინდა არც შეღავათი, ხო ვთქვი ერთი წელი, ვიჯდები ის ერთი წელი, დავიღალე რა, დამანებონ თავი რა.

ჯაფარიძე - შენ უნდა იყო ქვაზე მაგარი, ვიტამინები მიიღე და თავს მიხედე.

სუბელიანი - ერთ რამეს გეტყვი, მე სხვა რამეს ვდარდობ, მეთქი ნახავს სახელმწიფო, ჩვენს გამო წავიდა და დაჯდა, ჩვენ გადაგვარჩინა და გამოხვალ და მირზა შენ ეს გექნება, მირზა შენ ის გექნება და ამის გამო რას ვიღებ ბოლოს ჩემი დედის ტ...ნას?! იმაში დარწმუნებული ვარ რო, იმას ეტყოდნენ სხვანაირად, მტკიცებულებები გვაქვსო, ბიჭო ოცნებამ მიიღეთ ძმაო, თქვენი გუნდის პატიმარი, თქვენი გუნდის, ამხელა შეცდომა ბოზიშვილი ვიყო მიშას არ დაუშვია, შენ ხვდები ეს რამხელა შეცდომაა?! არ მინდა არც დაკლება მინდა, ვიჯდები ეს ერთი წელი მჭირდება, ეს ნეგატიური პოზიცია რო გავდევნო, თორე მე რო ეხლა გავიდე გარეთ შეიძლება სასწაულები ჩავიდინო.

ჯაფარიძე - ვესენი არჩევნების პერიოდია;

სუბელიანი - არა არჩევნები მერე, იციან. 15 ნოემბერს მაქვს პროცესი. მანამდე არც მაქვს.

ჯაფარიძე -ამიტომ ვფიქრობ მაინც, რომ... ერთი წელი თუ მიუსაჯეს, ჩემი აზრია.

სუბელიანი - ერთი წელი რატომ? ჯარიმა რატომ არა, ან ვაბშე რატომ ვარ პასუხისგებაში მიცემული. მოსამართლეები გაგიჟებულები არიან.

სუბელიანი - ..გაგიჟდნენ კინაღამ, სადაა მტკიცებულებები კაცის ჩვენების გარდაო, რას ამბობო.

ჩანაწერის თაობაზე პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ჩანაწერზე გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო და გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი, 157-ე მუხლის პირველი, 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.

დამატებით ინფორმაციას პროკურატურა ორშაბათს გაავრცელებს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მაჭავარიანი: ხორბლის ტრანსპორტირების აკრძალვას ერთი წლით გადავავადებთ

კომენტარები