ლარის გაუფასურება

1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.68 ლარი გახდა, რაც 2018 წლის გაუფასურების პიკია

კოლაჟი ტაბულა

ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან 1.91 თეთრით, ხოლო ევროსთან - 1.70 თეთრით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.6855 ლარია, რაც 2018 წლის გაუფასურების პიკია. ხოლო ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.1095 ლარი ღირს.

ლარი თურქულ ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთანაც გაუფასურდა.

აღსანიშნავია, რომ ევრო და დოლარი კომერციულ ჯიხურებსა და ბანკებში უფრო ძვირი ღირს. 1 დოლარის შეძენა 2.69-2.70 ლარად შეგიძლიათ, ხოლო 1 ევროსი - 3.13-3.17 ლარად.

კომენტარები