ბადრი პატარკაციშვილის საქმე

პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის მაღალჩინოსნებს ბრალი წაუყენა

"კურიერის" ინფორმაციით პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ყოფილი ხელისუფლების სამ მაღალჩინოსანს, ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილს და გიორგი მერებაშვილს წაუყენა ბრალი. საქართველოს პროკურატურამ ეჭვქვეშ დააყენა სკოტლენდ იარდის 10 წლის წინანდელი გამოძიება, რომლის თანახმადაც პატარკაციშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა.

კურიერს ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ესაუბრა.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ გრძნობს და თვლის, აღნიშნული ბრალი დაფუძნებულია ე.წ. "მტკიცებულებებზე," რომელიც 2007-2008 წლებში არის ჩაწერილი. აქ საუბარია გარკვეულ ჩანაწერებზე, რომლის ავთენტურობაც დიდი ეჭვის ქვეშ დგას. აღნიშნულთან დაკავშირებით გაკეთებულია ექსპერტიზებიც სამხარაულის ეროვნულ ბიუროში 2016 წელს და რატომღაც აღნიშნული საქმე ამდენი წლის განმავლობაში პროკურატურაში თაროზე შემოდებული იყო. დღესდღეობით, როდესაც ხელისუფლებას გაუჭირდა, შემოაგდეს საქმე გარკვეული თემების გადასაფარად, დავუშვათ, რომ აღნიშნული ჩანაწერები არის ავთენტური, ამ შემთხვევაშიც ჩანაწერებში არ იკვეთება დანაშაულის გარკვეული ნიშნები, ვინაიდან ყველა იურისტმა იცის, რომ მომზადებას უნდა მოჰყვებოდეს გარკვეული ქმედებები” - ამბობს ბრალდებულ რევაზ შიუკაშვილის ადვოკატი ქეთი მირიანაშვილი.

კომენტარები