ხანძარი ცაბაძის ქუჩაზე

ხანძარი ცაბაძის ქუჩაზე - ადგილზე 7 სახანძრო ბრიგადა მუშაობს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში ცაბაძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის მეორე სართული და გადახურვა იწვის. დამწვარია 150 კვ. მ. ფართი.

უწყების ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე მუშაობს 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები