ფარული აუდიოჩანაწერები

"ისეთს დავარტყამ, ვერ აეწყობიან" - R2-ის ჩანაწერის მიხედვით, სუბელიანი ხელისუფლებას ემუქრება

ტელეკომპანია რუსთავი 2-მა კიდევ ერთი ფარული აუდუოჩანაწერი გაასაჯაროვა. "კურიერის“ ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის ციხეშია გაკეთებული და მასში მირზა სუბელიანი კვლავ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ელაპარაკება. აუდიოფაილის მიხედვით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ "საკუთარი თავი გადაზღვეული აქვს". სავარაუდოდ სუბელიანის თქმით, ის თავს მხოლოდ ვიქტორ ჯაფარიძის და სოზარ სუბარის გამო იკავებს.

მირზა სუბელიანი - ვიცი, ადვოკატს როგორც უნდოდა, ისე გაუკეთეს, მაგრამ მე რომ ჩავხსნილიყავი, ძმაო, მე არაფერში არ ვერევი, თვითონ იქნებიან ყველაფერზე პასუხისმგებლები. მაგრამ პასუხისმგებელი იქნებიან წარსულზე არა, ძმაო. 2014-მდე რაც გამიკეთებია, იმაზე დავარტყამ, ისეთ დონეზე დავალ, ისეთს დავარტყამ, ბო.....ლი ვიყო, ვერ აეწყობიან, დამიჯერე რა. ისე მაქვს თავი გადაზღვეული, მაგათ წარმოდგენა არ აქვთ. ბო.....ლი ვიყო, თუ ჰქონდეთ წარმოდგენა. მე ერთადერთი, რაც თავი მაკავებს, შენ რომ არ იყო შარში და სოზარი. თქვენი ორი რომ არ იყოთ, ჩემი აქ ჩამჯდომის დედას ..... სარალიძე რომ გამოდის და მთავრობის გადადგომას ითხოვს. როგორ, ბიჭო, რა შემეშალა. აგერ არის სოზარი, დამიჯერე, 12 კაცს გამოვიყვან ძმაო, მე გამოვედი, მე ვეხვეწებოდი, წავალ, გავაკეთებ და მე მახოცავენ ხელებს. მაგრამ ეს დედის მო...ნა ასე არ დასრულდება.

მირზა სუბელიანი - მე რას ვამბობდი? ეს ყველაფერი ხომ ჩირქივით არის, კაცი მოგვიკვდა, ეს რომ ჩავარდეს, ვინ არის პასუხისმგებელი?

ვიქტორ ჯაფარიძე - პასუხისმგებელი არავინ!

მირზა სუბელიანი - ჰოდა, ძმაო, დღევანდელი გადმოსახედიდან თუ იმას ვერ ხვდებიან, რა ფასი ვარ მე მაგათთვის, ყველას მო.... დედის ****, ვინც მაგას ვერ ხვდება, რასაც მე ვაკეთებ ქვეყნის გამო რა. აქ ერთი წელი ჩემთვის ჯოჯოხეთია, ბოლომდე მივალ, სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, მაგრამ რომ არ შევარჩენ, პირობას რომ დაარღვევენ, ღმერთის წინ გეფიცები, წმინდა გიორგის ხატზე დავიფიცებ, თუ ვინმეს რამეს შევარჩინო. მე ის კაცი არ ვარ, წავიდე და ჟურნალისტებთან დავჯდე, მაგრამ თუ შევარჩინო, მერე ვეღარც ესკორტი და ვერაფერი უშველის.

------------------------------
სავარაუდოდ მირზა სუბელიანის მონაწილეობით, რუსთავი 2-მა აუდიოჩანაწერი გუშინაც გამოაქვეყნა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სუბელიანი ქართული ოცნების იმ მაღალჩინოსნებს ახსენებს, რომელთაც ქართულ ოცნებაზე მაკომპრომიტირებელი მასალები აქვთ. ის ახსენებს სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრს კახი კახიშვილსაც. ჩანაწერის მიხედვით, დაკავებამდე სუბელიანი მასთან მივიდა, 2013 წელს "რასაც აკეთებდა“ შეახსენა და სავარაუდოდ გარკვეული პირობები წაუყენა. ასევე, სუბელიანი ამბობს, რომ მობილური ტელეფონი, რომელზეც მაკომპრომიტირებელი მიმოწერებია, გერმანიაში გაგზავნა. მისივე თქმით, "არავისზე ნაკლები კომპრომატები არ აქვს“. სუბელიანი ამბობს, რომ მიშას (სავარაუდოდ, სააკაშვილს) „დაბრიდავს“ და ამისთვის სამთვიანი მომზადება საკმარისი იქნებოდა.

გლდანის ციხეში ჩაწერილი კიდევ ერთი აუდიოს მიხედვით, მირზა სუბელიანს მთავრობის წინააღმდეგ კომპრომატები აქვს და გახმაურებულ ამბებზე ფლობს ინფორმაციას. ამის შემდეგ კიდევ ერთი ჩანაწერი გაავრცელა მთავარმა პროკურატურამ, რომელიც, უწყების მტკიცებით, წინ უსწრებს რუსთავი 2-ის ჩანაწერს - აქ სუბელიანი ამბობს, რომ ხელისუფლებისთვის პრობლემების შესაქმნელად მომავალში ტყუილს იტყვის.

უფრო დაწვრილებით რუსთავი 2-ისა და პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე წაიკითხეთ აქ.

კომენტარები