ესპანეთის ლა ლიგა

მადრიდის "რეალის" ვარსკვლავებმა ლაზარეთი დატოვეს

0 კომენტარი

მადრიდის "რეალის" წამყვანმა ფეხბურთელებმა ლაზარეთი დატოვეს და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყეს. "ლევანტესთან" ესპანეთის ლა ლიგის მე-9 ტურის მატჩისთვის, ისკო, მარსელო, ქარიმ ბენზემა, მარკო ასენსიო და გარეთ ბეილი დანარჩენ ფეხბურთელებთან ერთად ემზადებიან.

ბეილმა სამშაბათს ინდივიდუალურად ივარჯიშა და იყო საშიშროება, რომ უელსელი "ლევანტეს" წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებდა. მას საზარდულის მიკროტრავმა ჰქონდა. ბეილს ტკივილი აღარ აწუხებს და უახლოეს მატჩში მინდორზე გასასვლელად მზადაა. 

ჯერჯერობით, "რეალის" ლაზარეთში რჩებიან მცველი დანიელ კარვახალი და მეკარე კეილორ ნავასი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები