ნარკოდანაშაული

შსს-მ ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ფონიჭალის დასახლებაში 1992 წელს დაბადებული ე.კ. დააკავეს.

"სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 18 შეკვრად 
დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღეს",- აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, 
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით 
მიმდინარეობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები