უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

ილია მეორე აღარ იქნება სამართლმადიდებლოს ერთადერთი "უწმიდესი და უნეტარესი"

პატრიარქი ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღარ იქნება სამართლმადიდებლოს ერთადერთი საჭეთმპყრობელი, რომელიც უწმიდესისა და უნეტარესის ტიტულს ატარებს.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა საკუთარი საჭეთმპყრობლის ახალი ტიტული დაადგინა, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს:

უწმიდესი და უნეტარესი ფილარეტი, მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი კიევისა - რუსის ქალაქთა დედისა, გალიციელი, პატრიარქი სრულიად რუს-უკრაინისა, წმიდა არქიმანდრიტი კიევ-პეჩერისა და პოჩაევის მიძინების ლავრათა

მართლმადიდებელ ეკლესიათა პირველიერარქები როგორც წესი იხსენიებიან ან მხოლოდ "უწმიდესის" ან მხოლოდ "უნეტარესის" ტიტულით. კონსტანტინოპოლის პატრიარქი მოიხსენიება "ყოვლადუწმიდესად". უკრაინის ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებამდე, მხოლოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იწოდებოდა "უწმიდესად და უნეტარესად".

კიევის პატრიარქის მიერ ახალი ტიტულის აღება ნიშნავს, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღარ იქნება ერთადერთი, ვისაც ამ ტიტულით მიმართავენ. მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკლესიის მეთაური კვლავ იქნება ერთადერთი "კათოლიკოს-პატრიარქი". 

ტიტულატურის ეს ნაწილი მხოლოდ ფორმალობაა და იერარქებს არავითარ პრივილეგიებს არ ანიჭებს. საგულისხმოა, რომ კიევის პატრიარქმა არჩევანი მოხსენიების ქართული ტრადიციის სასარგებლოდ გააკეთა. 

კომენტარები