ესპანეთის ლა ლიგა

ლიონელ მესი ტრავმირებულია და ელ კლასიკოს გამოტოვებს

ZIMBIO.COM

კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანმა ლიონელ მესიმ "სევილიასთან" ესპანეთის ლა ლიგის გუშინდელ მატჩში ხელის ტრავმა მიიღო. კატალონიელი ექიმების განცხადებით, 31 წლის არგენტინელს მოტეხილობა აქვს.

მესის მკურნალობას 3 კვირა დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბარსელონელთა ლიდერი მადრიდის "რეალთან" "ელ კლასიკოს" გამოტოვებს. "ბარსელონა" "რეალს" 28 ოქტომბერს დაუპირისპირდება.

"ბარსელონამ" "სევილია" 4:2 დაამარცხა. მესიმ ტრავმის მიღებამდე გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა.

კომენტარები